“გლოვის ზარია ქართველი გმირები დაიღუპნენ..” – ნახეთ ცნობილია ვინ იყვნენ ომში დაღუპული გმირები

0

რუსეთ-უკრაინის ომში მებრძოლი ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.ნადირაძე ქართველი მებრძოლის, არკადი კასრაძის დაღუპვის შესახებ იტყობინება და ასევე აღნიშნავს, რომ მძიმედაა დაჭრილი ზურა მუშუქია.

“ქართველ პარტიზანებს და ჩვენს საძმოს მძიმე დღე გვაქვს, დაგვეღუპა არკადი კასრაძე და მძიმედ დაგვეჭრა ზურა მუშუქია, რუბეჟნოიში გაწმენდის დროს, არკადამ ორის დაგდება მოასწრო, მაგრამ…..დიდება გმირებს,” – წერს ვანო ნადირაძე.უკრაინაში უკვე 7 ქართველი მებრძოლია დაღუპული. ესენი არიან: ნიკა შანავა, დავით მენაბდიშვილი, გია ბერიაშვილი, დავით რატიანი, დავით გობეჯიშვილი, ბახვა ჩიქობავა და არკადი კასრაძე.

Share.