“გიორგიმ სიკვდილისგან მიხსნა,ის რომ არა ახლა ცოცხალი არ ვიქნებოდი..” – ნახეთ რას ამბობს მაკა რაზმაძე გიორგი გასვიანზე

0

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე საკუთარ ცხოვრებაში არსებუულ ერთ-ერთ რთულ პერიოდზე ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს.
მაკა გაჭირვების პერიოდში მეგობრების თანადგომის მნიშვნელობაზე საუბრობს, ამ შემთხვევაში კონკრეტულად გიორგი გასვიანს ახაიასათებს, მას საუკეთესო კოლეგასა და მეოგაბარს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მისი წყალობით ბევრი დაბრკოლება გადალახა.
„გიორგი გასვიანზე რა უნდა ვთქვა ისეთი, რაც მან საკუთარი საქციელით არ თქვა ყველას წინაშე. „იბერიაში“ თანაწამყვანები ვიყავით და ის საშინელი პერიოდი, რომელზეც ახლა ვილაპარაკეთ, სწორედ გიორგიმ გადამატანინა. ის რომ არ ყოფილიყო, შეიძლება დღეს ცოცხალიც აღარ ვყოფილიყავი, მაშინ

იმდენად დიდი იყო ჩემი ტრავმა და ტკივილი.
გიორგი არის ადამიანი, რომელსაც ღალატი არ შეუძლია, უსამართლობას არ ეგუება და, მარტოც რომ დარჩეს უსამართლობასთან ბრძოლაში, სიმართლეს მაინც ბოლომდე გაიტანს.
უნიჭიერესი ადამიანია და ალბათ ამიტომაც აქვს საოცარი უნარი სხვა ადამიანების დაფასების, გატანის, პროფესიული დახმარების. ბევრჯერ მინახავს, როგორ კბილებით დაუცავს კოლეგა, დახმარებია ისე, რომ მას ამის შესახებ არც არაფერი გაუგია. ბედნიერია ის ადამიანი, ვისი მეგობარიცაა და,ესე იგი მეც ბედნიერი ვარ.

გიორგი მუშაობაშიც უმაგრესი პარტნიორი და კოლეგაა. ჩვენ ძალიან მაგრად გამოგვდის თანამრომლობაც და მეგობრობაც. მადლობელი ვარ ღმერთის, რომ მას შემახვედრა და ჩემი საუკეთესო მეგობარია“, – ამბობს მაკა რაზმაძე.წყარო:mtavarisiaxle.com

Share.