45 წლის მამა ბასილი ხაჩიძე გუშინ გულის შეტევით გარდაიცვალა. როგორც მისი მეგობარი ამბობს, მამაო სრულიად ჯანმრთელი იყო და მოულოდნელად დაიღუპა.
მეგობრები ამბობენ, რომ მამა ბასილი ჯანღონით სავსე ადამიანი იყო, ნამდვილი პატრიოტი ადამიანი, რომელიც დავით გარეჯის დასაცავ აქციებშიც მონაწილეობდა.
როგორც ირკვევა მისი ერთ-ერთი მეგობარი იყო ზურა ხაჩიძეც. ზურას თქმით მან მამაო ხაჩიძეების შეკრებაზე გაიცნო.
სიყვარულით და სიკეთით გასხივოსნებული კაცი იყო. სულ მამხნევებდა ხათუნას გამო. უსაყვარლესი მამაო იყი, ძალიან თბილი და საოცრად მოსიყვარულე ადამიანი დაგვაკლდა. ჩემს გულში სულ მემახსოვრები მამა ბასილ!” – ამბობს ზურა ხაჩიძე.წყარო:bednierebis.club