“გვერდით ოთახში იარაღი გაუვარდა და დაიღუპა..” – ნახეთ რა ტრაგედია დატრიალდა ირინა ონაშვილის სახლში და როგორ შეიცვალა ოჯახი (ფოტო)

0

ყოფილი მოდელი იარინა ონაშვილი უფროსი შვილის იუბილეზე ცნობილ ქმართან ერთად პოზირებს. როგორ შეიცვალა ლადო ვარძელაშვილი?
თავად მოდელი სკანდალებში არ ეხვევა, თუმცა მისი მეორე ნახევარი წლების წინ შემზარავი ფაქტის მომსწრე გახდა. ამის შემდეგ სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი ტელეეკრანებთან გამოჩენას თავს არიდებს. ლადო ვარძელაშვილი სასჯელს გირაოს გადახდის სანაცვლოდ გადაურჩა. გამოძიებამ დაადგინა, რომ 2013 წლის 22 თებერვალს, ღამით რამდენიმე მეგობარი ნუცუბიძის ქუჩაზე,

ვლადიმერ ვარძელაშვილის საცხოვრებელ ბინაში სტუმრად იმყოფებოდა.

ლადო ვარძელაშვილმა საკუთარი იარაღის კოლექციის დასათვალიერებლად მეგობრები გვერდით ოთახში გაიყვანა. მან ზვიად ქავთარაძეს საჩვენებლად „ტეტეს” სისტემის პისტოლეტი მიაწოდა, რა დროსაც ამ უკანასკნელს იარაღი გაუფრთხილებლობით გაუვარდა და ტყვია მოპირდაპირედ მდგომ დევი სირაძეს გულ-მკერდის არეში მოხვდა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

წყარო:geoambebi.com

Share.