“გეყოფათ უკრაინელების ქების პარალელურად, საკუთარი ქვეყნის ლანძღვას. 9 აპრილს აქ რუსთაველზე, შიშველი ხელებით ებრძოდნენ რუსულ ტანკებს..”

0

საზოგადოებრივი მაუწყეებლის ჟურნალისტი ნიკა მუკბანიანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
”მორჩით უკრაინელების ქების პარალელურად, საკუთარი ქვეყნის ლანძღვას!!! ანწუხელიძის ქვეყანაში ცხოვრობთ, ტატუნაშვილის, დათა პაპას და შინდისელი გმირების. ცხრა აპრილს აქ რუსთაველზე შიშველი ხელებით ებრძოდნენ რუსულ ტაკნებს, შეაკვდნენ. ეს ქაქუცა ჩოლოყაშვილის , კვინიტაძის , ექვთიმე თაყაიშვილის სამშობლოა. მარო მაყაშვილი იბრძოდა თქვენთვის …

ამბროსი ხელაიამ ეს უთხრა ბოროტებას თავის დროზე:
„ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული სამშობლოს, ჩემი გვამი კი თქვენთვის დამითმია, მტარვალებო” ….
ბოროტებასთან ბრძოლაში ყველაზე მეტი 200 000 ადამიანი საქართველომ დაკარგა, ხო ამ პატარა ქვეყანამ, რუკაზეც ძლივს რომ ჩანს.

ვახტან გორგასალი იბრძოდა ჩვენთვის, თამარ მეფე შიშის ზარს ცემდა გარშემო ყველას, დავით აღამშენებელი თავის მებრძოლებს უკან დასახევ გზას უხერგავდა და ისე ებრძოდა მტერს ბოლომდე. ქეთევან წამებულს ვერაფერი მოუხერხეს ვერ ათქმევინეს უარი რწმენაზე და სამშობლოზე ……. წამებით მოკვდა ქვეყნის სიყვარულში ..
მოკლედ, გმირების ქვეყნაში ცხოვრობთ, საქართველო ყოველთვის იქ იდგა, სადაც უნდა მდგარიყო, და ასე იქნება სულ ….
საკუთარი ქვეყნის გინება არ მოსულა, სირცხვილია!!!!

მტრის საჯიჯგნად მიგდებული მარტო, თითქმის, სულ იყო ჩვენი ქვეყანა, მაგრამ არავისზე ნაკლები არ გაუკეთებია არასდროს მეტი თუ არა ……
” ბოროტსა სძლია კეთილმან , არსება მისი გრძელია” ……” – წერს ჟურნალისტი.
წყარო:ambavi.club

Share.