“გეფიცებით ღმერთს თუ სიტყვას ვამატებდე,სოფელში ბებიას და ბაბუას საფლავი რომ გავასუფთავე..” – ნახეთ რა შეემთხვა ბესო ზანგურს სასაფლაოზე

0

მსახიობი ბესო ზანგური უცნაური შემთხვევის შესახებ წერს:
„ამ აღდგომას, ვფიცავარ ღმერთს თუ სიტყვას ვამატებდე… სოფელში ბებიას და ბაბუას საფლავი რომ გავასუფთავეთ, გამოსვლისას მამამ მიმანიშნა ერთ საფლავზე წელს ვერ ჩამოდიან და მიდი გაასუფთავეო..უსიტყვოდ მივედი, ვთხოვე ელექტროცელი ჰქონდა ვიღაცას ბურდებს ჭრიდა და მოდი რა, დიდი ბალახია დამეხმარე-მეთქი… მოკლედ, გავაპრიალეთ სასაფლაო მოხუცი ცოლ-ქმრის…
მოგვიანებით, ვხედავ სიზმარში წყაროსთან თავის სახლის წინ ზის ეს კაცი – შალიკო, სხვათა, შორის

მეორე მსოფლიო ომის გმირი. ჩავუარე და ქრისტე აღსდგაო მითხრა… სიზმარში ვხვდები, რომ რაღაც ხდება და სიზმარში ვარ-მეთქი, ვეუბნები შალიკო ბაბუას… კიო, იცინის, მაგრამ, აბა, ცხადში ხომ არ გეტყოდი მადლობას სასაფლაოს გასუფთავებისთვისო…
დენდარტყმულივით წამოვხტი და დავწერე აქ. იქ თეატრიც არის, ოპერაც, .ქარხანაც, ცხოვრებაც… და ჩვენთან არს ღმერთი”, – წერს ზანგური მიმართვაში.წყარო:geoambebi.com

Share.