მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 31 წლის ლევან ზურაბაშვილის დედა საზოგადოებას ბოდიშს უხდის.
როგორც 73 წლის ლამარა ტერელაძემ “ფორმულასთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, სავარაუდოდ, მისმა შვილმა ეს ყველაფერი ეკონომიური პრობლემების ფონზე ჩაიდინა.
“ხელზე მაკოცა, დავლოცე და სამსახურში გავუშვი. ყველაფერმა იმოქმედა ეტყობა, დედაჩემს წამალი ვერ ვუყიდეო, მაღაზიიდან პურს ვალზე ვყიდულობთ… ეკონომიური გაჭირვება იყო მიზეზი, რომ ასეთი რამე ჩაიდინა. როგორც ჩანს, ცოტა დალია. ეს ლიმონკის ყიდვა საიდან მოიტანა?!
ბოდიში მინდა მოვუხადო იმ ხალხს, ვინც ლევანმა გუშინ შეაწუხა. ძალიან გთხოვთ, აპატიეთ ლევანის და მაპატიეთ მე, როგორც ერთადერთი შვილის პატრონს. მე სხვა არავინ გამაჩნია. მას ეს ბოროტებით არ გაუკეთებია. მე არ ვამართლებ. რას ქვია შეიჭრა?! მეც რომ ვიყო და ვიღაც შემოვარდეს, ძალიან შემეშინდება. ამ ხალხის წინაშე ძალიან მცხვენია” – ამბობს დაკავებულის დედა.წყარო:naxe.club