“გაძლევთ 48 საათს ყველა შეზღუდვის მოსახსნელად თორემ…” – ნახეთ რით დაემუქრნენ აქციის მონაწილეები მთავრობას თუ შეზღუდვებს არ მოხსნიან

0

იმ შემთხვევაში, თუ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ორი დღის განმავლობაში არ მოიხსნება, საზოგადოება სახელმწიფო შენობების პიკეტირებას მოახდენს – ეს წინადადება მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე გაჟღერდა, სადაც გახანგრძლივებული რეგულაციების მოხსნის მოთხოვნით არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები, შეჩერებული ბიზნესის წარომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ.“ივნისისთვის რომ სათხილამურო საბაგიროები გაგვეხსნა, მთლად უკეთესი იქნებოდა, ამას რა ჯობია. სერიოზულად კი – როცა სხვა ქვეყნებს ვედრებით და ვამბობთ, რომ ინგლისში დაკეტილია – ინგლისში მოქალაქეებს ხელფასის 80% მაინც ერიცხებათ. არც ერთი ადამიანი იქნებოდა აქციაზე, ხელფასის 80% ანგარიშზე რომ

ერიცხებოდეთ. ამიტომ არ შეიძლება ჩვენი ქვეყნის და განვითარებული ქვეყნების შედარება ამ კუთხით” – განაცხადა რესტორნების ფედერაციის ხელმძღვანელმა შალვა ალავერდაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოება 1-ელი თებერვლიდან დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოლოდინში იყო, თუმცა, 22 იანვარს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შედეგ მთავრობამ გააჟღერა ინფორმაცია, რომ რეგულაციების უმეტესობა 1-ელი თებერვლის ნაცვლად 1-ელ მარტს მოიხსნება.

ამ გადაწყვეტილებას დღეს საქართველოს სხვადასხვა ლოკაციაზე მოქალაქეები საპროტესტო აქციით ხვდებიან.წყარო:iswavle.com

Share.