მუხიანში, დუმბაძის გამზირზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდა გარდაცვლილი ნახეს.როგორც ახალგაზრდების მეზობლები აცხადებენ, გარდაცვლილები, დიდი მეგობრები იყვნენ და ისინი აღნიშნულ სახლში ქირით ცხოვრობდნენ. ერთ-ერთი მეზობლის თქმით, ახალგაზრდები, სავარაუდოდ,
ორი დღის გარდაცვლილები იყვნენ. გავრცელებული ინფორმაციით ახალგაზრდები სტუდენტები იყვნენ.
ახლახანს ერთ-ერთი გარდაცვლილი ახალგაზრდას ვინაობა გაირკვა. დაღუპული ახალგაზრდებიდან ერთ-ერთი ტატო კანდელაკია, რომელიც ცნობილი დიჯეი გახლდათ.
“ორდღიანი ვერ დაკავშირების შემდეგ მივაგენით გაყინულს, მის მეგობართან ერთად, პირდაპირ კარისკენ შერჩენილი თვალებით. მეტს ვერაფერს ვამბობ, ჯერ ექსპერტიზის პასუხიც არ ვიცი. რეალობაში დაბრუნება მიჭირს, გაუფრთხილდით საკუთარ სიცოცხლეებს… ” – წერს გარდაცვლილის მეგობარი სოციალურ ქსელში.
”რაგამიკეთეთ ბიჭოოო…. რასმერჩოდით. ორადორი ადამიანი მყავდა ამ დედამიწაზე და არცერთი აღარ მყავხართ. თქვენგან არ ველოდებოდი. ნეტა იქ ვყოფილიყავი ეხლა ხო ჩემთან ერთად იქნებოდით სულ ყველა ისევ… ძალიან მიყვარხართ. ძალიან დიდი სამკუთხედი გვაქ და ყოველთვის ვიგრძნობ თქვენ სითბოს და ქაოსს ჩემ გარშემო… ძალიან ძალიან მიყვარხართ ვერვიჯრებ… 😭❤️” – წერს კიდევ ერთი ახლობელი
წყარო:daqali.club