ირკვევა, რომ ვერაზე მომხდარ მკვლელობა, სავარაუდოდ, დაქირავებულმა ქილერმა განახორციელა. ცნობილია მისი ვინაობაც, რომელიც ჯერჯერობით არ ხმაურდება.
მკვლელობა, სავარაუდოდ, ნიკა კვარაცხელიას მამის, ე.წ. კანონიერი ქურდის, გია კვარაცხელიას საქმიანობას უკავშირდება. “კურიერის” ინფორმაციით, მკვლელობის შეკვეთა სხვა ქვეყნიდან მოხდა. საქმეში ასევე ფიგურირებს გია კვარაცხელიასთან დაპირისპირებული კიდევ ერთი კრიმინალური ავტორიტეტის ოჯახი.
შეგახსენებთ რომ, ვერაზე დაჭრილი ახალგაზრდა, რომელსაც 8 ტყვია ესროლეს გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის ნიკა კვარაცხელია 8 ტყვია მოხვდა. თავდამსხმელი ბიჭს ნაქირავებ ბინასთან ელოდებოდა, კორპუსთან დაწყებული კონფლიქტი სროლით დასრულდა. მკვლელმა ბიჭს 9-ჯერ ესროლა და ნიკოლაძის ქუჩიდან ავტომობილით მიიმალა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო.
წყარო: „რუსთავი2″