“გარდაცვლილს მიასვენებენ სამსახურში გასულს,3 ბავშვი დაობლდა..” – ნახეთ ცნობილია ვინ არის მამაკაცი რომელსაც ქარისგან მოგლეჯილი ხე დაეცა და დაიღუპა

0

28 მარტს, აჭა­რა­ში ძლი­ე­რი ქა­რის გამო გა­მოწ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის შე­დე­გად, ერთი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო სამი – და­შავ­და.
ქო­ბუ­ლეთ­ში, აღ­მა­შე­ნებ­ლის ქუ­ჩა­ზე ქარ­მა მოგ­ლი­ჯა ხე, რო­მე­ლიც მსუ­ბუქ ავ­ტო­მო­ბილს და­ე­ცა და მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ავ­ტო­მო­ბილ­ში იჯდა, სა­სიკ­ვდი­ლოდ და­შავ­და. სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ ის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნა, თუმ­ცა ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს.

თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, ავ­ტო­მო­ბი­ლი ისე იყო და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, რომ მისი გაჭ­რა გახ­და სა­ჭი­რო, რათა და­შა­ვე­ბუ­ლი ამო­ეყ­ვა­ნათ.
ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლი მა­მა­კა­ცი 40 წლის ერ­გუ­ლი რო­მა­ნა­ძეა. რო­გორც მისი ნა­თე­სა­ვი გვე­უბ­ნე­ბა, მა­მა­კა­ცი “ტაქ­სა­ობ­და” და იმ დროს, როცა ხე და­ე­ცა, შინ ბრუნ­დე­ბო­და.
“ჩემი სიძე იყო ერ­გუ­ლი. უწე­სი­ე­რე­სი კაცი. დარ­ჩა ცოლი და სამი შვი­ლი. რო­გორც მი­თხრეს, შინ ბრუნ­დე­ბო­და, როცა ეს ტრა­გე­დია მოხ­და. ” – ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლი მა­მა­კა­ცის ნა­თე­სა­ვი.

Share.