“გარდაცვლილი იპოვეს ქალი რომელზეც შვილიშვილმა სექსუალურად იძალადა..” – ნახეთ საზარელი ტრაგედია

0

ქალი, რომელზეც სექსუალურ ძალადობაში შვილიშვილია ბრალდებული, გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, 77 წლის ქალი სახლში გარდაცვლილი დღეს დილით, შვილმა ნახა. ადგილობრივები ამბობენ, რომ შვილიშვილის დაკავების შემდეგ, ის მეზობლებთან აღარ კონტაქტობდა. რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.
გამოძიება თელავის მუნიციპალიტეტის მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს. ახალგაზრდა კაცი ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს და წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება.

ბებიის მიერ მიცემულ ჩვენებაში ნათქვამია, რომ შვილიშვილი მასზე სექსუალურად ძალადობდა და სახლში კეტავდა. ახალგაზრდა კაცი დანაშაულის ჩადენის დროს პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. მას ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი.
წყარო : მთავარი არხი

Share.