“გარდაცვლილი იპოვეს თბილისის ზღვაზე..” – ნახეთ ცნობილია ახალგაზრდა მამაკაცის ვინაობა, რომელიც გუშინ ტრაგიკულად დაიღუპა

0

თბილისის ზღვაზე, 34 წლის ლაშა ბობოხია გუშინ გარდაცვლილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, იგი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაიას მკვიდრი იყო და თბილისში მშენებლობაზე მუშაობდა.
„წინა დღით მამისთვის დაურეკავს, საქმე მაქვს შენთან და ჩამოდიო. მამა რომ ჩავიდა ბინაში არ დახვდა და დაუწყეს ძებნა.

რაღაც გარკვეული თანხა ჰქონია სახლიდან გასვლამდე, ვერც ბინაში და ვერც ადგილზე თანხა ვერ იპოვეს. (დაახლოებით 500 ლარი). ჯანმრთელობის პრობლემაც ჰქონდა ახალგაზრდა ბიჭს, არავინ არ იცის რა მოხდა”,- უთხრა “პრაიმთაიმს” სოფლის მკვიდრმა მ. ფიფიამ.
ახალგაზრდა კაცის ცხედარი მშობლიურ სოფელში ცოტა ხნის წინ ჩამოასვენეს.
წყარო:dainteresdi.club

Share.