გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავთან ახლოს, მდინარე მტკვარში, მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. თხოვნაა ყველამ მივუსამძიმროთ ოჯახს.როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში AMBEBI.GE-ს განუცხადეს, აღნიშნული ცხედარი, სავარაუდოდ, 22 წლის ახალგაზრდას ეკუთვნის, რომლის
ძებნის ღონისძიებები გუშინდელი დღიდან მიმდინარეობდა. ჩვენი ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდა ნიკა ტურაშვილია. ის ერედვიდან დევნილი იყო და ბერბუკის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა
ცნობისთვის, 22 წლის ახალგაზრდა, რომელიც მდინარეზე იყო წასული, გუშინ გაუჩინარდა. არსებული ინფორმაციით, მას მდინარის კალაპოტში ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა.