“გარდაიცვალა ჩვენი მამუკა ექიმი, საშინელი დილა გაგვითენდა..” – ნახეთ რა გახდა ცნობილი ქართველი ექიმის გარდაცვალების მიზეზი

0

ბერი ანდრიას ფონდის დამფუძნებელი, თინათინ ჩხვიმიანი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ბავშვთა ონკოლოგი, მამუკა ჩუთლაშვილი გარდაიცვალა.
“შეუერთდა სასუფეველში თავის საყვარელ პატარა პაციენტებს, მას ისინი როგორც საკუთარი შვილები ისე უყვარდა💔
უფალმა გაცხონოს! საუკეთესო იყავი, ხარ და იქნები!”,- წერს ის.
ცნობისთვის მამუკა ჩუთლაშვილს მადლობა გადაუხადა ექიმების ფეისბუქგვერდმა რამდენიმე წლის წინ.

“არავის მოუწერია ამ ექიმის შესახებ. ჩემი სურვილით მინდა გაგაცნოთ და მადლიერება გამოვხატო მისი უმძიმესი ფიზიკური და მორალური შრომის მიმართ. გაიცანით მამუკა ჩუთლაშვილი-ბავშვთა ონკოლოგი, ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა ონკოლოგიური საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილებაში-პატარა ნაცრისფერი კაბინეტში, სადაც ერთი საწოლი, ერთი მაგიდა და მადუღარა იდგა. მამუკა ვერ ტოვებდა თავის პაციენტებს და მუდამ მათთან იყო. დარწმუნებული ვარ დღესაც ამ რეჟიმით მუშაობს. მამუკა, მადლობა შენი თავდადებისთვის და უამრავი გადარჩენილი-სიკვდილს გამოგლეჯილი სიცოცხლისთვის! გვეამაყები!”.
წყარო:dainteresdi.club

Share.