ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი ცხვარიჭამიაში მოკლული ბიჭის შესახებ წერს. როგორც ცნობილია, ექსმინისტრი მირიან კუკავას ოჯახის ახლობელია.
“ჩემი მუდამ მომღიმარი, მხიარული, ლაღი, სიცოცხლით სავსე, კეთილი და მოსიყვარულე მირიანი” – წერს პეტრიაშვილი.