“გარდაიცვალა ყველასათვის საყვარელი,უნიჭიერესი ქართველი მსახიობი..” – ნახეთ ვინ არის ცნობილი მსახიობი, რომელიც ცოტახნის წინ დაიღუპა

0

მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი ვაჟა ნიკოლაშვილი გარდაიცვალა.
“მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ღვაწლმოსილი მსახიობი, სახელმწიფო თეატრის აღდგენისა და განახლების ერთ-ერთი დამფუძნებელი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი, ქალაქ ახალციხის კოლორიტი ბ-ნი ვაჟა ნიკოლაშვილი

მრავალი წლის განმავლობაში ვაჟა ნიკოლაშვილმა თავისი შემოქმედებითი საქმიანობით უდიდესი წვლილი შეიტანა მესხეთის თეატრის განვითარების საქმეში, რის გამოც სამცხე-ჯავახეთის მაყურებლის დიდი სიყვარული და აღიარება დაიმსახურა. მას შექმნილი აქვს მრავალი საინტერესო, ერთმანეთისაგან განსხვავებული სხვადასხვა ჟანრის როლები.

იგი იყო ახალგაზრდებისათვის მაგალითის მიმცემი, საქმისადმი ერთგული და თავდადებული, კოლეგების მიმართ კი მეგობრული.
მესხეთის თეატრისათვის დიდი დანაკლისია მისი მოულოდნელი გარდაცვალება. ქალაქს კი დააკლდა კიდევ ერთი უნიჭიერესი და სამცხე- ჯავახეთზე უზომოდ შეყვარებული პიროვნება.

მისამართი: თბილისი, პეკინის #45, ( გაგარინის მოედანზე) 1 სად. 2 სართ.

გამოსვენება შაბათს, საბურთალოს სასაფლაო, წმ. ნინოს სახ. ტაძრიდან”, – წერს მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი.


წყარო: dainteresdi.club

Share.