“გარდაიცვალა ყველასათვის გამორჩეული და ცნობილი პოლიტიკოსი..” – ნახეთ რას შეეწირა ახალგაზრდა ქალი

0

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო მწუხარებას გამოთქვამს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, სამი მოწვევის საკრებულოს წევრის, ელისო ცაგურიას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს.ელისო ცაგურია – გამორჩეული პიროვნება, საკუთარ საქმეზე და მუნიციპალიტეტზე უზომოდ შეყვარებული, კეთილშობილი, ერთგული, უღალატო მეგობარი და კოლეგა იყო. ქალბატონი ელისო, არასდროს ღალატობდა ადამიანურ პრინციპებს, აქტიურად მონაწილეობდა ქალაქისათვის მნიშნელოვანი საკითხების განხილვაში,

მუდამ მზად იყო გაეწოდა დახმარების ხელი, მისი ცხოვრების კრედო, სიკეთის უანგაროდ კეთება იყო. დასანანია, რომ 54 წლის ასაკში დასრულდა, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აქტიური და ღირსეული წევრის სიცოცხლე.

Share.