“განწირული ხმით ყვიროდა ბიჭი მიშველეთო..” – ნახეთ ახლახანს ახალგაზრდა ბიჭი სასტიკად მოკლეს, ვერ წარმოიდგენთ ვინაა მკვლელი

0

საზარელი შემთხვევა მოხდა ცოტახნის წინ ზესტაფონში. ახალგაზრდა ბიჭი სანადირო თოფით მოკლეს. მკვლელი მისი მოგვარე და ნათესავი აღმოჩნდა. საკუთარ მოგვარეს კახაბერ მუმლაძემ ზესტაფონის რაიონის სოფელ წიფლავაკეში სახლის ფანჯრიდან ესროლა.ერთი გასროლა ნოდარ მუმლაძისთვის საბედისწერო აღმოჩნდა, მამაკაცი, რომელიც სისხლისგან იცლებოდა, კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

,,ბიჭის ხმა ისმოდა, მიშველეთო… არაფერი კონფლიქტი არ ყოფილა მანამდე მათ შორის. იმ დღეს გავიგე ჩხუბისა და გინების ხმა. ვისაც არ უნდა შეეკითხოთ, არავინ იცის რა მოხდა. თვითონ ჩაბარდა პოლიციას”, – ჰყვებიან სოფელში.
მიზეზი არც სასამართლოში უთქვავს ბრალდებულს.
დღეს საქართველოს პროკურატურამ მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა.

Share.