გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზის განყოფილების უფროსის, დოდო გვაზავას განცხადებით, საქართველოში გამოიდარებს და შესაძლოა ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ +10 +12 გრადუსსაც მიაღწიოს.
“3 მარტიდან ასევე შეიმჩნევა, რომ ჰაერის ტემპერატურა მომატებას დაიწყებს და შესაძლებელია 8 მარტის ჩათვლით, დღის მაქსიმალურმა ტემპერატურამ (გურია, აჭარა, სამეგრელოს დაბლობ რაიონებში) მიაღწიოს 10, 12 გრადუსს“,- განაცხადა „პრაიმტაიმთან“ დოდო გვაზავამ.
წყარო : pnews.ge