“ფესბუქის” ერთ-ერთი მომხმარებლის, ლევან კობეშავიძის ინფორმაციით, ხონში ქალს ტურა დაესხა თავს.
“კარალიოკს ვჭამდი, არ დავკვირვებივარ, ძაღლი მეგონა. ბუჩქებიდან უცებ მომიახლოვდა და დამეტაკა ტუჩებში პირდაპირ. ვერაფრით ვერ მოვაშორე და ხელები ჩავყავი, ტუჩები არ მომაგლიჯოს-მეთქი, ორივე ხელებით დავაბერტყე დაბლა და დავაჭირე ფეხი და დავიძახე-მიშველეთ! მერე ნაჯახით მოკლეს და მერე სასწრაფოც გამოვიძახეთ”,- ამბობს ნანა მიქაძე
ვიდეო: