“ისე მწარედ ნუ გამკიცხავთ შემდეგ სიცოცხლე რომ ვერ შევძლო..” – ნახეთ ლუკა კურტანიძის სულისშემძვრელი წერილი

0

სოციალურ ქსელში ლუკა კურტანიძის მიერ გამოქვეყნებულმა ემოციურმა პოსტმა საზოგადოების ერთ ნაწილს ეჭვი გაუჩინა, რომ მის ცხოვრებაში რაღაც სიახლეებია:
„ნუ განმიკითხავთ ისე მწარედ რომ სიცოცხლე ვეღარ შევძლო…
ყველას მინდა ესე ვთხოვო – მეგობარს, მტერს, შვილს, თუ იმ ადამიანს ვისთვისაც მიცხოვრია ამ ქვეყანაზე! თუნდაც იმიტომ რომ მთელი ჩემი განვლილი სიცოცხლე ჩვენს სამშობლოს საქართველოს გაძლიერებისათვის და დიდებისთვის ვიბრძოლე, ფეხზე ვაყენებდი მთელს მსოფლიოს ჩვენი ქვეყნის დროშისა და ჰიმნის წინაშე /დღემდე 30 წელი/ თუნდაც იმიტომ, რომ მართლაც სხვა ქვეყნის მილიონებზე და უდარდელ ცხოვრებაზე უარი ვთქვი!ნუ განმიკითხავთ რომ

პატარა იმედის სიხარული მომქონდა მთელი მსოფლიოდან ჩემი მცირედი ქმედებით, რაც ამდენი წლის მანძილზე გადაიშალა.

მე მთელი სიცოცხლე დღემდე მიტევებით ვიცხოვრე. ყველას მივუტევე… შვილებს, ნათესავებს, მეგობრებს, თანამებრძოლებს, ვისთანაც მე მიცხოვრია და ასევე მტერსაც…

რამეთუ თითოეული თქვენთაგანი ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო და არის… მიუტევე ყველას ჩემი დამცირება, განკითხვა, წაქცევა, თუ სხვა ტკივილი, რადგან ალბათ მე ბევრი დავაშავე, რადგან მეტი შემეძლო.

ალბათ ვერ გავწვდი თითოეულს ისე, როგორც მათ გულს უნდოდა, რადგან მე მთელი ცხოვრება ჩვენს სამშობლოს დიდებისთვის ვიბრძოდი. ალბათ ვერ მეყო ის ძალა რაც თქვენ გეკუთვნოდათ ჩემგან! მე არასოდეს სხვისკენ არ გავიშვერ ხელს და ჩემი შეცდომების ტვირთს არავის დავადებ, მაგრამ ერთი მასწავლა უფალმა – მოთმინება, მიტევება და უსასრულო სიყვარული, თუნდაც მტრის.

რამეთუ მტერი აგრესიის, ბოროტის გარეშე ჩემი გულის და სულის ნაწილია. რადგან ისიც და მეც უფლის წინაშე ერთნი ვართ! თუნდაც ამიტომ გთხოვთ ყველას ნუ განმიკითხავთ ასე მწარედ… მომეცით უფლება, ისევ ფეხზე დავდგე, ისევ ვიოცნებო და ვიბრძოლო პირადი ბედნიერებისათვის! რომ ეგების კიდევ მეტი შევძლო ჩვენი სამშობლოსთვის… ვიდრე წაქცეულმა და მკვდარმა!

მე თქვენ მიყვარხართ თითოეული თქვენთაგანი ჩემი გულის და სულის ნაწილი ხართ! და თუ მე დღეს ხელ გამოწვდილი ამ ტკივილს ხმამაღლა ცრემლნარევი ლოცვით სინანულით ვამბობ მხოლოდ იმიტომ, რომ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება თქვენთვის, მთელი ერისთვის ვიცოცხლე საქმით და ქმედებით.
უბრალოდ დღეს ჯერი თქვენზეა…“ – წერს ლუკა კურტანიძე.
წყარო:statiebi.club

Share.