“გადმოვარდა სიმაღლიდან და მიზეზი ეგ არისო მაგრამ..” – ნახეთ 3 წლის ბავშვი გარდაიცვალა, მშობლები ექსპერტიზაზე უარს ამბობენ

0

წალენჯიხის მუნიციპალიტეტ სოფელ ლიაში, სამი წლის ბავშვი გარდაიცვალა. გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
სოფლის რწმუნებულის, ვახტანგ კვირკველიას თქმით, ოჯახმა ცხედრისთვის ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი განაცხადა.
„სხვა დეტალები ამ ეტაპზე ჩემთვის უცნობია. მე და სოფლის დეპუტატი ასვლას ვაპირებთ ოჯახში. როგორც მითხრეს, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა ბავშვი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში და მათ შეტყობინებაში დაფიქსირებული აქვთ – ბავშვის

სიმაღლიდან ვარდნა, არსებობს სხვა ვერსიებიც – სიცხე და გულის პრობლემები, დეტალები ჩემთვის უცნობია“, -ამბობს სოფლის რწმუნებული.სამი წლის ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს.გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 116-ე მუხლით,რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
წყარო:geoambebi.com

Share.