“გადაწყვეტილება მიღებულია..” – ნახეთ დამნაშავეთ აღიარა თუ არა ნიკოლოზ ბასილაშვილი მოსამართლემ

0

ფი­ზი­კურ და ფსი­ქო­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლი, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი მო­სა­მარ­თლემ უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნო.
გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ მო­სა­მარ­თლე ხა­თუ­ნა ხარ­ჩი­ლა­ვამ გა­მო­ცხად­და.
გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბას მხო­ლოდ ბრალ­დე­ბუ­ლი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი ეს­წრე­ბო­და, სა­სა­მარ­თლო­ზე არ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლა ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლი.
ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ წარ­მო­ე­ბულ საქ­მე­ზე 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­სა­მარ­თლო­ში არა­ერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა გა­მო­იკ­ვლი­ეს, მათ შო­რის, და­კი­თხნენ რო­გორც დაც­ვის მხა­რის, ასე­ვე ბრალ­დე­ბის მხა­რის მოწ­მე­ე­ბი.

პრო­კუ­რა­ტუ­რა აცხა­დებ­და, რომ საქ­მე­ში ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მი­მართ წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი არა­ერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­დათ წარ­დგე­ნი­ლი. ასე­ვე, ბრალ­დე­ბის მხა­რე გან­მარ­ტავ­და, რომ და­ზა­რა­ლე­ბულ ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის მიერ სა­სა­მარ­თლო­ში მი­ცე­მუ­ლი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი­ა­ნი ჩვე­ნე­ბა ზუს­ტად თან­ხვედ­რა­ში იყო საქ­მე­ში არ­სე­ბულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­თან.

სა­პი­რის­პი­როს აცხა­დებ­და დაც­ვის მხა­რე. ად­ვო­კა­ტე­ბის თქმით, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მხრი­დან არც ფი­ზი­კურ და არც ფსი­ქო­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბას არ ჰქო­ნია ად­გი­ლი.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ნელი დო­რო­ყაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო­ში ცრუ ჩვე­ნე­ბა მის­ცა.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით წა­რუდ­გი­ნა, რაც გუ­ლის­ხმობს ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბას არას­რულ­წლოვ­ნის თან­დას­წრე­ბით. მოგ­ვი­ა­ნე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა და­უ­ზუს­ტა და მას ძა­ლა­დო­ბის რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდ­თან ერ­თად, ფსი­ქო­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბა­საც ედა­ვე­ბოდ­ნენ.

პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, 2020 წლის 21 მა­ისს, თბი­ლის­ში, ავ­ჭა­ლის და­სახ­ლე­ბა­ში, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი 2020 წლის 22 მა­ისს და­ა­კა­ვეს. სა­სა­მარ­თლომ ბა­სი­ლაშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 100 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და.

ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის 4 და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის ერთ ეპი­ზოდ­ზე ედე­ბა ბრა­ლი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი 1-დან 3-წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას, ან სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის სა­სარ­გებ­ლო შრო­მას ით­ვა­ლის­წი­ნებს.
წყარო:ambavi.club

Share.