“გადაწყვეტილება მიღებულია..” – ნახეთ კახი კალაძეს ახალმა გადაწყვეტილებამ დიდი მოწონება დაიმსახურა

0

მივიღეთ გადაწყვეტილება, დღეს გიორგი ანწუხელიძის ოჯახს საჩუქრად მიწის ნაკვეთი გადავცეთ. ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
„თხინვალას დასახლებაში გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერი მოეწყო.თხინვალაში ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა – გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერი სრულად რეაბილიტირდა. ჩვენ მსგავს პროექტებს კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ იმიტომ, რომ დედაქალაქს აქვს დიდი რესურსი, იყოს სრულად მოწესრიგებული და გამწვანებული.

სკვერში გიორგი ანწუხელიძის სახელობის მემორიალი განთავსდა.
ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, დღეს გიორგი ანწუხელიძის ოჯახს სოფელ თხინვალაში, სადაც ის დაიბადა და გაიზარდა, მუნიციპალიტეტისგან საჩუქრად გადაეცეს 461 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.
დიდება გმირებს!“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Share.