”გადავწყვიტეთ რომ ზურას ბინა ვაჩუქოთ, რადგან საქართველოში თავს ცოტა უკეთ იგრძნობს” – ზურა დოიჯაშვილს ბინას აჩუქებენ, ნახეთ ვინ…

0

მეგობრებს ზურა დოიჯახშვილისთვის ბინის ყიდვა უნდათ. პროდუსერი დავით ოქიტაშვილი, ზურა დოიჯაშვილის დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიების ჩატარებას გეგმავს. მომღერალი უკვე რამდენიმე კვირაა აპარატზეა შეერთებული. ხანგრძლივი გამოკვლევების შემდეგ, მას ტუბერკულოზის დიაგნოზი დაუსვეს.

მისი მეგობრები თვლიან, რომ იმ შემთხვევაში, თუ ზურა დოიჯაშვილი საქართველოში დაბრუნდება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდება, რადგან საქართველოს გარეშე ყოფნა უჭირს:

“დიდი ხანია ვიცი ზურას პრობლემები, არ უყვარს საკუთარ გასაჭირზე საუბარი, თავიდან უფრო ამბობდა, რა უჭირდა, შემდეგ კი თქვა, უფალს მივენდობიო და პრობლემებზე არასოდეს ულაპარაკია. მე და მისმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ, ზურას დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი ჩავატაროთ. რა თანხას შევაგროვებთ არ ვიცი, მაგრამ გვინდა ბინა ვუყიდოთ მას.

ახლა როცა კორონავირუსის პანდემიაა, უხერხულია ვინმეს მისი დახმარება მოსთხოვო, მაგრამ რაღაცნაირად შევეცდებით ზურას გვერდით დავუდგეთ. „ფორტე“, თემო თათარაშვილი, გოჩა კაპანაძე და სხვები აუცილებლად გავაკეთებთ ჩვენს დასახმარებელს”, – განაცხადა ოქიტაშვილმა.
წყარო: ambavi.cc

Share.