22 წლის ლადო გოგუას, რომელიც აჭარაში დასასვენებლად იმყოფებოდა, ზღვაზე სავარაუდოდ, სკუტერმა დენი დაარტყა.
„როგორ გამიხეთქე გული შე უნამუსო ბავშვო! ჩაგლიჯე და დააცარიელე გული.ღმერთო რა უსამართლოა სამყარო… გული გამისკდა“,- წერენ გარდაცვლილის ახლობლები სოციალურ ქსელში.
ჩხოროწყუს მერის დავით გოგუას თქმით, უბედური შემთხვევა წუხელ მოხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, ცხედარს კი ექსპერტიზა ჩაუტარდა.
გარდაცვლილ ახალგაზრდას თბილისში დაკრძალავენ.
წყარო:daqali.club