“გაგიჟებული ვარ,მისი გარდაცვალების მიზეზია..” – ნახეთ რა დაემართა რეალურად ლევან კბილაშვილს? სალომე ბაკურაძის განცხადება

0

გუშინ მთელი საქართველო შეძრა ქართველი მომღერლის, ლევან კბილაშვილის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ. სოც ქსელში ბევრი ვერსია გავრცელდა, თუმცა თუმცა ამას მისი კოლეგა მეგობრები არ ადასტურებენ.”როგორც ვიცი, მისი გარდაცვალების მიზეზი ძვლის პრობლემა გახდა. ვიცოდი, რომ ფეხი აწუხებდა, ხელჯოხით გადაადგილდებოდა, კორონავირუსის გადატანის შემდეგ კიდური დაეთრომბა, მკურნალობდა კიდეც, თუმცა ასეთი საზარელი შედეგი თუ დადგებოდა, არავინ იცოდა…

შოკში ვარ, ოთოს (ნემსაძე) დავურეკე იმ წამსვე… მისგან გავიგე ეს დეტალები რაც ვიცი… დღეს ვფიქრობდი, ლევანი სიკვდილს ერთხელ ძლივს გადაურჩა, როცა ავტოკატასტროფაში მოჰყვა, ახლა კი მაინც ლევანის ტირილი მოგვიწია, ასე ნაადრევად…” – ამბობს სალომე ბაკურაძე.” – თქვა სალომე ბაკურაძემ.

”მეგობრებო ბოლოს კასტილებით დაიდიოდა ძვლების პრობლემა ჰქონია როგორც მითხრეს 😢😢😢დღეს კარები შეუმტვრევუათ და 10 საათის გარდაცვლილი ყოფილა” – დაწერა კომენტარის სახით სოფო ბედიამ.

“დღეს კიდევ ერთხელ გამეყინა სხეული… თვალწინ ჩამიარა ბევრმა ლამაზმა წელმა, რომელიც მე და პატარა ლევან კბილაშვილმა ერთად გავიარეთ… გამახსენდა როგორი გულმოდგინებით სწავლობდა დაკვრას, როგორ მიყურებდა თვალებში და როგორ საოცრად სწრაფად ითვისებდა ყველაფერს…

როცა ეს სიმღერა ჩავწერეთ ლევანი დაახლოებით 12- 13 წლის იქნებოდა… ეს მისი პირველი დიდი ნაბიჯი იყო… როცა წამოიზარდა მთხოვა თავიდან ჩაგვეწერა, თუმცა მე ვეღარ შევძელი… ჩემი დაზიანებული ყელის გამო და ვუთხარი მას ემღერა მარტო, თუმცა აღარ უმღერია და ასე დარჩა ჩემი და ლევანოს ტკბილ მოგონებად.

ნათელი შენ უვაჟკაცეს სულს ჩემო ლევან…

ჩემთვის სულ ის პატარა ბიჭი დარჩები პირველად რომ შემოაღე ჩემი კარი. მშვიდობით ჩემო პატარა მეგობარო”, – წერს ნატო გელაშვილი.

”ჩვენო ძმაკაცო ლევან …. 💔
ოქროს ბიჭი წაგვართვა დამპალმა სიკვდილმა 😢” – დაწერა ოთო ნემსაძემ.

Share.