“ბურიატიელი ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველება მსოფლიოს მომავალზე..”

0

სალოსი ბარნაშხე ბალტახანოვი, ანუ ბარნაშკა ციმბირის ერთ-ერთი ცნობილი წინასწარმეტყველი და მკურნალი იყო XX საუკუნეში. მას ბურიატიელ ნოსტრადამუსსაც უწოდებენ.ბარნაშკას ხელის შეხებით შეეძლო ადამიანების განკურნება და არა მარტო, შეეძლო შორი მანძილიდანაც მოეხდინა ზემოქმედება ობიექტზე. ეს მართლაც გასაოცარი მოვლენა იყო! სალოსს შეეძლო ამოეკითხა ახლოს მყოფი ადამიანების აზრები.
მან საერთოდ არ იცოდა წერა-კითხვა, მაგრამ ჰქონდა ადამიანების ჭვრეტის საოცარი უნარი. ცხოვრობდა უცნაური ცხოვრებით – დადიოდა სახლიდან სახლში, აკაკუნებდა ფანჯრებსა და კარებებზე დღის ნებისმიერ მონაკვეთში. სახლში შესვლისას ის თითქმის უგონო მდგომარეობაში იყო, ტრანსში ვარდებოდა, მიეყრდნობოდა ღუმელს და საუბრობდა მასპინძლების მომავალზე. ასეთი გამოცხადების შემდეგ დიდხანს ვერ მოდიოდა გონს და არ ახსოვდა რაზე საუბრობდა.ასე შემოიარა სალოსმა მთელი ბურიატია, ყველა სახლი და საკუთარ სახლში დაბრუნების შემდეგ დაიწყო წინასწარმეტყველება, რომელიც გაუგებარი და საშინელი იყო და ამის გამო თავადაც იტანჯებოდა.

ნათელხილვის უნარი მასში თითქოს დაწკაპუნებით ირთვებოდა და ასევე მოულოდნელად ითიშებოდა. თითქოს მასში რამდენიმე ცნობიერება არსებობდა ერთად. მისი წინასწარმეტყველებები უჩვეულო სიზუსტით ხდებოდა და ახლაც განხილვის საგანია.მან იწინასწარმეტყველა საბჭოთა კავშირის დაშლა, ელექტროენერგიის, მანქანების გაჩენა, იწინასწარმეტყველა ბურიატების ბაიკალიდან ჩამოსახლება.”ხელისუფლებაში მოვა ადამიანი შავი თმებით და 7 წლის განმავლობაში იქნება. ბაიკალის ტერიტორია მნიშვნელოვნად შეიცვლება. ოკეანის გაღმიდან მოსული ადამიანები გადააადგილებენ რუს ხალხს. მიწას დაეპატრონებიან რკინის გველები, ხოლო ბაიკალის ტბას გადაქაჩავენ ხელოვნურ წყალსაცავებში, რადგან მის ფსკერზე უდიდესი სიმდიდრეა. ყველა, ვინც ამაში მონაწილეობას მიიღებს, საშინელი ტანჯვა ელის.

წყალი გახდება ოქროს წონის, რადგან დედამიწა აღმოჩნდება ცვლის პირობებში, რაც გამოიწვევს სტიქიურ უბედურებებს. მაგალითად, გაჩნდება ცეცხლოვანი ქარიშხლები და ისინი ხშირად ეწვევიან დედამიწას. ამ ყველაფერს ხალხი ნახავს XXI საუკუნეში.”რაზე საუბრობდა სალოსი, ჯერ უცნობია, თუმცა მისი სიტყვებით თუ ვიმსჯელებთ, ეს მოვლენები ძალზე მნიშვნელოვანი იქნება დედამიწაზე მშვიდობისა და სიმშვიდის დასამყარებლად. ეს არის უნივერსალური ენერგიების ჩანაცვლება და გაწმენდა, რაც წარმოშობს ახალ სიცოცხლეს. სამწუხაროდ, ყველა ადამიანი ვერ მოხვდება ამ ახალ გზაზე.

დასავლეთში დაიწყება 4 წლიანი ომი და დასრულდება აღმოსავლეთში. ამ ომს 10-დან 4-5 ადამიანი თუ გადაურჩება. ხალხი დაკარგავ ცეცხლის დანთების უნარს, თუმცა მის მიღებას შეძლებენ ჭერიდანაც და კედლიდანაც.”მდიდრები მიხვდებიან, რომ მათი სიმდიდრე არაფერია, რადგან ის მყისიერად გაქრება და გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდებიან. ”

გარდაცვალებამდე სალოსმა დაიბარა, რომ არ შეხებოდნენ მის სახლს, მაგრამ ნათესავმა არ შეასრულა ანდერძი, დაშალა სახლი და სხვა ადგილას გადატანა სცადა. შედეგად, რაღაც ძალის გავლენით ხის მორები აალდა და ფერფლად იქცა. თავად ნათესავი კი მოულოდნელად დაბრმავდა. ეს არავის გაკვირვებია, რადგან სალოსმა კატეგორიულად აუკრძალა ადამიანებს მის სახლთან შეხება, ასევე მისი სურვილი იყო არ დაემარხათ მისი სხეული მიწაში.მოხუცი ამტკიცებდა, რომ 100 წლის შემდეგ მის ძვლებზე გაჩნდებოდა ასოები და გამოისახებოდა ბურიატიის მომავალი. თავად წერა-კითხვა არ იცოდა და ვერ იწერდა ხილვებს.

წყარო:paparazzi.ge

Share.