“ბიჭი საუკეთესო მეგობრის დაკრძალვაზე კაბით მივიდა..” – ნახეთ ამაზე არავის გასცინებია, რომ გაიგებთ რატომ მოიქცა ასე ბიჭი გაოცდებით

0

წინამდებარე ერთი შეხედვით ოდნავ სახალისო ისტორია, ორი მეგობრის ტრაგიკულ და საუკეთესო მეგობობაზეა. ამერიკელი ჯარისკაცი კევინ ელიოტი დაიღუპა ავღანეთში. დაკრძალვაზე მისი ბავშვობის უახლოესი მეგობარი ბარი დალანი ყვითელი კაბით და ვარდისფერი გეტრებით მივიდა. ეს ამბავი იქ არავის გაკვირვებია და არც ვინმეს გასცინებია.

რეალურად კი ამის მიზეზი გახდა სანაძლეო, რომელიც მეგობრებმა კევინის ჯარში წასვლის დროს დადეს. სანაძლეოს თანახმად, თუ კევინი ავღანეთში დაიღუპებოდა ბარი მის დაკრძლვაზე მსგავსი კაბით უნდა მისულიყო. კაბა კი, მაქსიმალურად გამომწვევი უნდა ყოფილიყო.

ბარიმ ეს სანაძლეო მეგობრის გასამხნევებლად დადო, რადგან კევინი ძალიან ნერვიულობდა და მუდმივად ჩასაფრებულ ავღანელებსა და ტერორისტებზე ლაპარაკობდა. ხშირად ამბობდა, რომ ის იქედან ვერ დაბრუნდებოდა.

გასვენებაში მისული ბარი თავდაპირველად ემოციებს მაქსიმალურად თოკავდა, თუმცა საფლავთან ჩამუხვლის დროს, როცა ძმაკაცს უთხრა: „მოგწონს კევინ კაბა?“ აქ უკვე თავი ვეღარ შეიკავა და ტირილი დაიწყო.

ეს ისტორია კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ, თუ რამხელა ძალა აქვს ნამდვილ მეგობრობას და რამდენად რთულია ნახო მეგობარი, რომელიც სიკვდილის შემდეგაც გიერთგულებთ.
წყარო:ambavi.club

Share.