“ბიჭებისთვის სიკვდილამდე ისეთი რაღაც უთქვამს რომ გრძნობდა სიკვდილს..” – ნახეთ რა ოცნება ვერ აისრულა ლევან კბილაშვილმა

0

გარდაცვლილი 31 წლის მომღერლის, ლევან კბილაშვილის დედა, მელიტა ფურცელაძე შვილის შესახებ ბევრ უცნობ დეტალს გვიყვება.

ქართველი მომღერალი ბევრისთვის ძალიან დიდი დანაკლისია და მასზე საუბარი დღემდე არ წყდება. ლევანის შესახებ ძალიან ბევრი იწერება. ბევრი იხსენებს, როგორც საუკეთესო ადამიანს, მეგობარს, მომღერალს.

ლევანის დედამ ჟურნალ „სარკესთან“ შვილის შესახებ ისაუბრა, როგორც ინტერვიუდან ვიგებთ, ლევანის ოცნება თბილისში კონცერტის გამართვა ყოფილა.

„თუკი რაიმე ღონისძიება ტარდებოდა საქართველოსთან დაკავშირებით, ყველგან მონაწილეობდა, მოსკოვის ქართულ ეკლესიაში გალობდა და აქტიურად იყო ჩართული ქართულ საქმეში. 12 ივნისს დაბადების დღე ჰქონდა, 31 წლის გახდა.

დიდი დაბადების დღე გადაიხადა, მერე კონცერტი ჰქონდა… ამ არანორმალურმა ემოციებმა იმოქმედა ალბათ. ბოლოს კონცერტი რომ ჰქონდა, იქ ბიჭებისთვის უთქვამს, სამი თითი მიბუჟდებაო.

როგორც ჩანს, უკვე ვერ იყო კარგად და თითებიც ამიტომ უბუჟდებოდა. სისხლის მიმოქცევა დარღვეული ჰქონდა, როგორც ჩანს. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს ამბავი მოხდებოდა. მისი თითების დაბუჟება ალბათ ნერვიულობასა და ემოციებს დააბრალეს.

ლევანის თბილისში გადმოსვენება და ყველა სხვა პროცედურა ლუბა უსპენსკაიამ აიღო საკუთარ თავზე. ბოლომდე უპატრონა. ემირ კუსტურიცასთან იყო ახლოს და ბრეგოვიჩმა და კუსტურიცამ რომ გაიგეს, ძალიან შეწუხდნენ. მათი დირექტორი ჩამოვიდა ლევანიკოს ორმოცისთვის და კიდევ ერთ-ერთი ფესტივალის ორგანიზატორი ქალბატონი, რომელშიც ლევანს უნდა მიეღო მონაწილეობა. მოსკოვში ლევანის ხსოვნის საღამოა დაგეგმილი 3 სექტემბერს. ბრეგოვიჩი კონცერტს გამართავს, რომელსაც ლევანის ხსოვნის საღამო დაერქმევა. ისეთ პროექტს აკეთებენ, რომ ცოცხლად დაუკრავენ და ლევანის ხმას დაადებენ. იმ ქვეყანაში დააფასეს და იქნებ, აქაც გააკეთოს ვინმემ მისი საღამო.

თბილისში კონცერტის ჩატარება ლევანის ოცნება იყო… რომ ჩამოდიოდა, საკონცერტო ტანსაცმელი სულ გამზადებული ჰქონდა, სულ მოლოდინში იყო, რომ ვიღაც დაუძახებდა და სადმე იმღერებდა…“
წყარო:ambavi.club

Share.