“ბედობას უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა..” – ნახეთ 1 წლის ბავშვი მშობლებს წამში გამოეცალათ ხელიდან,ვერ წარმოიდგენთ მიზეზს

0

ახალგორიდან თბილისისკენ მომავალ გზაზე გარდაიცვალა მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც მშობლებს სამკურნალოდ მოჰყავდათ. როგორც ახალგორელმა აქტივისტმა, თამარ მეარაყიშვილმა უთხრა “ეხო კავკაზას”, ბავშვი ავად რამდენიმე დღის წინ გახდა და სამედიცინო დაეხმარება ადგილობრივ საავადმყოფოში გაეწია, პარალელურად კი მიმდინარეობდა მზადება მისთვის კვალიფიციური სამედიცინო სერვისის გაწევის მიზნით თბილისში გადმოყვანაზე.

მეარაყიშვილის თქმით, ბავშვის პირობით საზღვარზე გადმოყვანის ნებართვის მიღება დაბადების მოწმობის არქონის გამო გაჭიანურდა. საბოლოოდ მშობლებმა მოზარდი მოსაბრუნის, იგივე რაზდახანის გამშვები პუნქტის გავლით გადმოიყვანეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე.
რადიო თავისუფლების ცნობით, ბავშვი თბილისში ჩამოყვანამდე, მცხეთის სიახლოვეს გარდაიცვალა.
ახალგორისა და ჯავის მაცხოვრებლებს რაზდახანის (მოსაბრუნი/ოძისი) და პერევის გამშვები პუნქტების გადაკვეთა ყოველი თვის 20-დან 30 რიცხვამდე შეუძლიათ, თუმცა ამისთვის საჭიროა 2022 წლის 20 დეკემბრის შემდეგ გაცემული საშვის ქონა, რომელთა გაცემაც ნელა და შეფერხებით მიმდინარეობს.
წყარო:ambavi.club

Share.