“ბებიაშენი შეაშინე,მეოთხე ტალღა ისე მოიყვანა გამყრელიძემ, წარბიც არ შეტოკებია, მაგრამ ახლა დავდებ ჩემს პროგნოზს..” – ნახეთ სიჭინავა გამყრელიძეს მიმართავს

0

„ქვეყანას ემუქრება ძალიან რთული სიტუაცია, ჩვენ, დიდი ალბათობით შეიძლება შევიდეთ მძიმე, მეოთხე ტალღაში”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, გუშინ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
გამყრელიძის ამ განცხადებას, ყოფილი ტელეწამყვანი და 4 შვილის დედა, ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც სიჭინავა წერს, გამყრელიძემ ისე მოიყვანა მეოთხე ტალღა, რომ წარბი არ ატოკებია.
„მეოთხე ტალღა ისე მოიყვანა გამყრელიძემ, წარბი არ

შეტოკებია მაგრამ ახლა დავდებ ჩემს პროგნოზს, იდოს მაინც აქ..
ბავშვებთან მშობლებს მიაქვს ვირუსი – თარგმანი, მშობლები დროზე აიცრან და მალე ბავშვებსაც მივადგებით.

მეოთხე ტალღა – ვერ ასაღებენ ვაქცინას.

შეზღუდვები – ბიზნესი.

შეშინება – ჯერ კიდევ მოქმედებს ვიღაცებზე.

მსოფლიო – აუშვიცის მოლოდინში.

დაძალებით ვაქცინაცია არის ფაშიზმი !!!

რაც შეეხება მშობლებს მიაქვთ ბავშვებთან ვირუსი !!! 6 დღე სახლში მყავდა კოვიდიანი ძიძა, ჩემი შვილი ლოგინში ეწვა, ერთად ვჭამდით და ვიყავით მთელი დღე !! არცერთს არაფერი არ გადაგვედო !!! შეაშინე ბებიაშენი !!!,”- წერს ხატია სიჭინავა.

Share.