ბაჩალიაშვილის საქმე დაიხურა – ნახეთ მტკიცებულებების ვიდეომასალა, რომელსაც პროკურატურა ასაჯაროებს

0

საქართველოს გენერალური პროკურატურის 17 დეკემბრის განცხადებით, დადგინდა, რომ ახალგაზრდა პროგრამისტმა თამარ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და რომ მის მიმართ „დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია“, რის გამოც საქმეზე გამოძიება წყდება.
შეგასხენებთ რომ 23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი, გაუჩინარებიდან 4 დღის შემდეგ იპოვეს. გარდაცვლილის ოჯახმა მაშინ პოლიცია უმოქმედობასა და არაკეთილსინდისიერ პრაქტიკაში დაადანაშაულა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ისინი თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავდნენ და ბაჩალიაშვილის მკვლელობის სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობდნენ.

ვიდეორომელსაც პროკურატურა ავრცელებს:

Share.