“ბანკეტზე ვერ მოვიდა მამა გარდაეცვალა, თუმცა კლასელებს მანქანა გამოგვიგზავნა და გვთხოვა არ თქვათო..” – ნახეთ ივანიშვილის უცნობი ისტორია

0

ბიძინა ივანიშვილი ცნობილი საოპერო მომღერლის, ნუგზარ-ვალერიანო (გამგებლის) თანაკლასელი იყო. მომღერლის და თინათინ გამგებელი, ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს თუ როგორი ურთიერთობა ჰქონდა ბიზნესმენს ბავშვობაში მეგობრებთან.
„სკოლა თუ დავამთავრე, სულ ბიძინას ხარჯზე. ძალიან სუსტი გახლდით მათემატიკაში. პედაგოგი ანა სადუნიშვილი კი ძალიან მკაცრი იყო. ახლაც ცოცხალია, ღმერთმა ჯანმრთელად ამყოფოს! ბიძინა ყოველთვის ან ჩემ წინ იჯდა, ან უკან. მათემატიკის საკონტროლოს თავისას რომ ამოხსნიდა, რვეულს ახლოს დამიდებდა, კარგად რომ გადამეწერა, თვითონ კი გადამეფარებოდა, მასწავლებელს რომ არ დაენახა… ანა სადუნიშვილმა იცოდა, ბიძინასგან გადაწერილი რომ მქონდა,

მაგრამ ოთხიანს ან სამიანს მაინც მიწერდა. ბიძინას ხუთიანზე ნაკლები არასოდეს მიუღია. ბრწყინვალედ სწავლობდა ჰუმანიტარულ საგნებსაც.

ბიძინას სკოლაში გოგოებისთვის ჩურჩხელა მოჰქონდა, ჩვენ კი ტყლაპი მიგვქონდა მისთვის. გაკვეთილის მოსაყოლად რომ გავიდოდი, ჩუმად ტყლაპს ამოიღებდა და ენას უსვამდა, მე ნერწყვი მომდიოდა. მერე გოგოები დავესეოდით, გაკვეთილის მოყოლას რატომ არ გვაცლი-თქო. მე ძალიან ცელქი ვიყავი და როცა მეტისმეტი მომდიოდა, ბიძინას გვერდით დამსვამდნენ, მას მიჰბაძეო“, – ჰყვებოდა თინათინ გამგებელი.

თინათინ გამგებელი თანაკლასელის ქორწილის დეტალებსაც იხსენებს:

„ოდნავ გულნატკენი ვარ. მაშინ ბიძინა უკვე მდიდარი ბიჭი იყო. მთელ ჭორვილას მოედო ამბავი, ქორწილში ბიძინას ცოლის „შლეიფი“ შვიდ ქალს მიჰქონდაო. მეწყინა, ქორწილს რომ ვერ დავესწარით, მაგრამ მისი მაინც უსაზღვროდ მადლიერი ვარ. ჩემი პატარა ოჯახი თუ არსებობს და მომავლის იმედი აქვს, ეს მისი დამსახურებაა. ნახევარი საქართველო მისი წყალობით სულდგმულობს დღესაც. ყოველთვის ძალიან თავშეკავებული იყო, ბავშვობაშიც ბევრ სიკეთეს გვიკეთებდა, მაგრამ გვთხოვდა, არ გამამხილოთო…

მეუღლე რომ გარდამეცვალა, საქართველოდან შორს იყო, მაგრამ გვერდით დამიდგა. მისი ქველმოქმედების შესახებ ლეგენდებს რომ ჰყვებიან, ყველაფერი სიმართლეა. ბანკეტი რომ გადავიხადეთ, მამა ახალი გარდაცვლილი ჰყავდა და ვერ დაესწრო, მაგრამ ბიჭებს მანქანები გამოუგზავნა, გოგოები კი სხვა მხრივ დაგვაჯილდოვა… მეც ძალიან მადლიერი ვარ და ჩემი კლასელებიც“, – აღნიშნა გამგებელმა.წყარო:bednierebis.club

Share.