“ბავშვს ვერც კი მოეფერა,იმშობიარა და ტრაგიკულად გარდაიცვალა..” – ნახეთ ვინ არის ახალგაზრდა გოგონა რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა

0

კორ­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლილ ორ­სულ­თა ტრა­გი­კულ რი­ცხვს კი­დევ ერთი ახალ­გაზ­რდა ქა­ლის სი­ცო­ცხლე შე­ე­მა­ტა. ბაკო სა­ლა­ყა­ია ექ­ვსი თვის ორ­სუ­ლი იყო, რო­დე­საც და­ინ­ფი­ცირ­და. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნი­დან ორ დღე­ში დამ­ძიმ­და და სა­კე­ის­რო კვე­თა გახ­და სა­ჭი­რო. ბა­კოს მე­გო­ბა­რი ჟურ­ნა­ლის­ტი ბელა ზა­ქა­ი­ძე ამ­ბობს, რომ ექი­მებ­მა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს მის გა­და­სარ­ჩე­ნად, მაგ­რამ მდგო­მა­რე­ო­ბა იმ­დე­ნად რთუ­ლი იყო, რომ სა­კე­ის­როს შემ­დეგ ქალი ისე გარ­და­იც­ვა­ლა, შვი­ლის ნახ­ვაც ვერ მო­ას­წრო.– ბაკო ფოთ­ში ცხოვ­რობ­და, ექ­ვსი თვის ორ­სუ­ლი იყო, კო­ვი­დი რომ შეხ­ვდა. ტემ­პე­რა­ტუ­რა რომ და­უ­ფიქ­სირ­და, მე­ო­რე დღეს­ვე გად­მო­იყ­ვა­ნეს თბი­ლის­ში, პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში ლე­ვან რა­ტი­ან­თან.

რად­გან ორ­სუ­ლი იყო, პირ­ვე­ლი ორი დღე ძლი­ერ წამ­ლებს არ აძ­ლევ­დნენ, ექ­ვსი თვის ბავ­შვი ჰყავ­და მუ­ცელ­ში და აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ, რო­გორ წა­ვი­დო­და პრო­ცე­სე­ბი. რომ ნა­ხეს, ძა­ლი­ან სწრა­ფად ვრცელ­დე­ბო­და ვირუ­სი, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს, რომ სა­კე­ის­რო კვე­თა ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ. სხვა გზა, უბ­რა­ლოდ, არ იყო. იმ ორ დღე­ში იმ­დე­ნად მო­ე­დო ორ­გა­ნიზმს ვირუ­სი, რომ ფილ­ტვე­ბის 15 – ბა­ლი­ა­ნი და­ზი­ა­ნე­ბით შე­იყ­ვა­ნეს და ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 24 ბა­ლამ­დე ავი­და. ამა­ზე მა­ღა­ლი აღარ არ­სე­ბობს, ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია.სა­კე­ის­რო კვე­თის შემ­დეგ ძა­ლი­ან დამ­ძიმ­და. მა­ნამ­დე უფრო კონ­ტაქ­ტუ­რი იყო, ოჯა­ხის წევ­რებ­საც ესა­უბ­რე­ბო­და. რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ფერს ეცად­ნენ ექი­მე­ბი, რომ გა­და­ერ­ჩი­ნათ. პი­რა­დად მე ლე­ვან რა­ტი­ან­საც ვე­სა­უბ­რე რამ­დენ­ჯერ­მე.– ბელა, ბაკო აც­რი­ლი არ ყო­ფი­ლა?– არა, სამ­წუ­ხა­როდ. ალერ­გი­უ­ლი იყო და კო­ვიდ­ზე მკურ­ნა­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში, წამ­ლებს რომ აძ­ლევ­დნენ, იმა­ზეც ალერ­გი­ას აძ­ლევ­და.– ბა­კოს სხვა შვი­ლიც ჰყავ­და?– დიახ, უფ­რო­სი გოგო ჰყავს. მე­ო­რეც გო­გო­ნაა, თვე­ზე მე­ტია ჟვა­ნი­ას კლი­ნი­კა­ში, ინ­კუ­ბა­ტორ­შია. სუნ­თქვის აპა­რა­ტი მოხ­სნეს და ბოთ­ლით ჭამს უკვე. თუმ­ცა ორი თვე კი­დევ უნდა დარ­ჩეს. სა­კე­ის­როს შემ­დეგ პირ­და­პირ ინ­კუ­ბა­ტორ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს ბავ­შვი, ბაკო ისე დამ­ძიმ­და, არ უნა­ხავს შვი­ლი.
წყარო:ambavi.club

Share.