“ბავშვი მამის თვალწინ დაიღუპა,ტირის ყველა..” – ნახეთ ამწუთებში 16 წლის მოზარდი ტრაგიკულად დაიღუპა

0

ვარჯიშის დროს არასრულწლოვანი გარდაიცვალა. ფაქტი, ცოტა ხნის წინ, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუმასტურში მოხდა, სადაც ძიუდოში სავარჯიშო დარბაზია.ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ ქისტაურში მცხოვრებმა 16 წლის ახალგაზრდამ, ვარჯიშის დროს, სავარაუდოდ, ქალას ფუძის ტრავმა მიიღო და გარდაიცვალა.

„დუმასტურში მამას ჰყავდა წაყვანილი სავარჯიშოდ, ძიუდოს დარბაზია, იქ. ვარჯიშის დროს, სავარაუდოდ, კისრის ტრავმა მიიღო და მამის თვალწინ დაიღუპა. ისეთი საშინელება ხდება, მამაკაცები ცხარე ცრემლით ტირიან“,- უყვება „პრაიმ ტაიმს“ ერთ-ერთი ადგილობრივი.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან, რომლებიც მომხდარის დეტალებს ადგენენ.
წყარო:ambavi.club

Share.