“ბავშვებს დედები გადაეფარნენ თორემ ჭერი თავზე დაეცემოდათ..” – ნახეთ ახლახანს ბათუმში ბავშვთა კლინიკაში ჭერი ჩამოინგრა (ვიდეო)

0

ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოს ერთ-ერთ პალატაში ჭერი ჩამოიშალა. ინფორმაცია “ბათუმელებს” იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში დაუდასტურეს.
“ერთ პალატაში შეკიდული ჭერი ჩამოიშალა. შემთხვევის დროს პალატაში ოთხი ბავშვი იყო. არავინ არ დაზიანებულა,” – უთხრეს “ბათუმელებს” ბავშვთა საავადმყოფოს პრესცენტრში.
თვითმხილველების თქმით, ჭერის ჩამონგრევის შემდეგ საავადმყოფოში ქაოსი დაიწყო. კლინიკაში მყოფი ბავშვების მშობლებმა კომპიუტერული ტექნიკა დაამტვრიეს და ადგილზე პასუხისმგებელი პირების მისვლას ითხოვდნენ.

„მე ვიყავი პირველ სართულზე, ჭერი მეორე სართულზე ჩამოინგრა. ჩემი პატარა ძმა მყავდა საავადმყოფოში, თერმომეტრის აღება მინდოდა მისთვის, რა დროსაც ეს შემთხვევა მოხდა. დავინახე, ერთი ბავშვის მამა ბოლო ხმაზე ყვიროდა. უკან მოყვებოდა მეორე მშობელი, იძახდნენ, ვინ არის პასუხისმგებელი ამ ყველაფერზეო. კომპიუტერები დაამტვრიეს. შემდეგ პოლიცია გამოიძახეს. ბავშვები ცუდად გახდნენ. ტიროდნენ. ერთ-ერთი ბავშვის დედამ თქვა, „მე გადავეფარე ჩემს შვილს, თორემ მთლიანად გადაემხობოდა ჭერი საწოლსო,“ – უყვება „ბათუმელებს“ ერთ-ერთი თვითმხილველი დიანა ზიადუსტი.

“ბათუმელების” ინფორმაციით ამ დროისთვის [2:00 საათი, 11 ოქტომბერი] კლინიკაში მისულია პოლიცია.
ვიდეო:

წყარო:statiebi.club

Share.