“ბაბუმ გამზარდა,სკოლაში მატარებდა და დილით საუზმეს მიმზადებდა..” – ნახეთ კახი კავსაძის შვილიშვილის ემოციური წერილი და უცნობი ფოტოები

0

ორი დღეა სა­ქარ­თვე­ლო და სრუ­ლი­ად კინო და თე­ატ­რა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა კახი კავ­სა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბას გლო­ვობს. მსა­ხი­ო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ბოლო წლებ­ში არა­ერ­თხელ დამ­ძიმ­და. რამ­დე­ნი­მე რთუ­ლი ოპე­რა­ცი­ის გა­და­ტა­ნაც მო­უხ­და, სა­ბო­ლო­ოდ კი რამ­დე­ნი­მე თვის წინ და­დას­ტუ­რე­ბულ კო­რო­ნა­ვირუსს, კახი კავ­სა­ძის ორ­გა­ნიზ­მი ვე­ღარ მო­ე­რია. ამ დღე­ებ­ში ბევ­რი და­ი­წე­რა კახი კავ­სა­ძე­ზე, მის პი­როვ­ნე­ბა­ზე, ნიჭ­ზე, მე­გობ­რო­ბა­ზე… კი­დევ ბევ­რი და­ი­წე­რე­ბა, რად­გან გე­ნი­ა­ლუ­რი მსა­ხი­ო­ბი თა­ო­ბე­ბით ემახ­სოვ­რე­ბა შთა­მო­მავ­ლო­ბას.
რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად ჰგავს ბა­ბუ­ას. გო­გო­ნა 18 წე­ლია ამე­რი­კა­ში, კერ­ძოდ კი ვა­შინგტონ­ში ცხოვ­რობს.
10 წლის იყო, რო­დე­საცმშობ­ლებ­თან ერ­თად და­ტო­ვა სა­ქარ­თვე­ლო. მამა ირაკ­ლი კავ­სა­ძეც მსა­ხი­ო­ბია. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ,

ირინ­კამ “სი­ნე­ტი­კის თე­ატ­რში” და­ი­წყო თა­მა­ში, იქ, სა­დაც მა­მა­მი­სი – ირაკ­ლი კავ­სა­ძე მუ­შა­ობს. ამა­ვე თე­ატ­რში ჯერ კი­დევ 10 წლი­სამ სწო­რედ მა­მას­თან ერ­თად ითა­მა­შა სპექ­ტაკლში – “სტუ­მარ-მას­პინ­ძე­ლი”. ირინ­კას უმ­ცრო­სი დაც ჰყავს, რო­მელ­მაც სკო­ლა ორი წლის წინ და­ამ­თავ­რდა.
“ხომ ვამ­ბობ, რო­დე­საც მას (კახი კავ­სა­ძეს) აქ ვტო­ვებ, ჩემ­თვის დიდი ტკი­ვი­ლია და ემო­ცი­უ­რად გან­ვიც­დი. მას ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში დიდი ად­გი­ლი უჭი­რავს. ბავ­შვო­ბი­დან ძა­ლი­ან ახლო და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და და დღემ­დეც ასე ვართ. რომ შე­მე­კი­თხე­ბოდ­ნენ: დედა უფრო გიყ­ვარს თუ მამა? ვამ­ბობ­დი – ბაბუ-მეთ­ქი. სა­ნამ ამე­რი­კა­ში წა­ვი­დო­დით, ჯერ კი­დევ მა­შინ, დე­დაც მუ­შა­ობ­და, მა­მაც და სკო­ლა­ში ბა­ბუ­ას დავ­ყავ­დი, სა­უზ­მეს მიმ­ზა­დებ­და, სკო­ლა­ში მა­კი­თხავ­და. მან
გამ­ზარ­და და დღემ­დე მის მი­მართ რა­ღაც სხვა­ნა­ი­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს” – იგო­ნებს ირინ­კა ბა­ბუ­ას

“იქ რომ ვართ, იმ­ხე­ლა ქვე­ყა­ნა­ში, მგო­ნი, მეც და მთე­ლი ოჯა­ხიც ისე ვცხოვ­რობთ, გვინ­და, კა­ხიმ ჩვე­ნით ია­მა­ყოს. თვი­თონ ძა­ლი­ან დიდი შრო­მა აქვს თა­ვის საქ­მე­ში ჩა­დე­ბუ­ლი. მე რომ და­ვი­ბა­დე, ბე­ბია, ბელა მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი 11 თვის გარ­დაც­ვლი­ლი იყო. ბელა ჩემ­თვის ძა­ლი­ან მძი­მე თე­მაა, არ ვიცი, რა­ტომ, მაგ­რამ ასეა.

ვგრძნობ, რომ მას­თან რა­ღაც ძა­ლი­ან ძლი­ე­რი მა­კავ­ში­რებს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მას არ ვიც­ნობ­დი და არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა მქო­ნია. ვფიქ­რობ, გა­რეგ­ნუ­ლად სა­ერ­თოდ არ ვგა­ვარ, უფრო ბა­ბუ­ას, თუმ­ცა ბა­ბუს ჰგო­ნია, რომ ბე­ლას ვგა­ვარ. ხომ ვამ­ბობ, უხი­ლა­ვი ძა­ფე­ბით რომ მას­თან ვარ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ამას ნამ­დვი­ლად ვგრძნობ…” – ამ­ბობ­და ირინ­კა….


წყარო:dainteresdi.club

Share.