“ახლა ვხვდები,არ ენდო ქართველს რამდენად სწორი გამოთქმაა..” – ნახეთ რას ყვება ექიმი ზურაბ გურული

0

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ზურაბ გურული:
„ერთი მეუბნებოდა აგერ ახლა, ქალს, რომელიც წლების წინ შესახლდა ვიღაცის სახლში ქირით, ხაზეიკა, გარდაეცვალა თუ წავიდა სადღაც არ ჩანს წლებიაო, და დარჩა ეს სახლი ანტვერპენში და ნუ აქირავებსო, რომ გებულობს ქართველმა იცის ეს ამბავი, დისტანციას უჭერს, კონტაქტს უსტოპებსო, რატომ მეთქი, ვიღაცამ რომ არ ჩაუშვას პოლიციაშიო, რომ სხვისი სახლისგან უკანონო შემოსავალი აქვსო, მაგ პონტში, მეორე, ვიღაც კაცია ანტვეპენში, სამუშაოს თემები აქვს, ქართველს არც ის იკარებსო, არ მინდა ძმაოო, უთქვამს, რამდენი ქართველი გავიკარე, პრობლემას და შარს გადავეყარეო, იმის წინ, შინაურის მანქანაში ვკამათობდი, მიკვირს, რომ ქართველებს არ ესალმებიან და თვალს არიდებენთქო, ახლობლის მეუღლემ, მეც ასე ვარ, ზაზა რატომ გიკვირსო და მომიყვა ძველი ისტორია, როგორ შარავდა ვიღაც გოგო, გუშინწინ, ანა ბალამწარიშვილს ვესაუბრებოდი, ანამ მითხრა, ისეთები გამიგია, წერილებს უმალავდნენ ერთმანეთს, უყრიდნენ ნაგავში, რომ პოზიტივი არ აეღოთო…

და ბევრი, ბევრი სხვა..

საქართველოში მყოფი, იქაური გადმოსახედიდან, გავამტყუნებდი ბევრ ემიგრანტს, თავად აეწყვნენ, და დაავიწყდათ რა გაიარეს, თანამოქალაქეებზე სიკეთის გაკეთება ეზარებათ-თქო !

ახლა ვხვდები, რომ ქართველს არ ენდო სწორი გამოთქმაა !

დიდწილად სწორია და იმ ადამიანების მწარე გამოცდილებაც, საკუთართან ერთად უკვე მაგალითების სახით წინ მიდევს.. ცხოვრება ჭკუას გვასწავლის ყველას !“

Share.