ახლახანს გიორგი გახარიამ ძალიან სასიხარულო ამბავი გვამცნო! ეს ყველამ უნდა გაიგოს

0

ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ სააღდგომო დღესასწაულამდე გავუმკლავდეთ პრობლემას – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.გახარიას თქმით, საყოველთაო კარანტინი საჭირო გახდა იმის გამო, რომ ქვეყანამ კორონავირუსის პრობლემა უმოკლეს ვადებში დაამარცხოს.
პრემიერის თქმით, კეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ დისკომფორტი არ შეექმნას არც მრევლს და არც რიგით მოქალაქეებს.

„ეს გადაწყვეტილებები დავიწყეთ იმიტომ, რომ მაქსიმალურად სწრაფად გავუმკლავდეთ ვირუსის გავრცელების ეტაპს, შიდა გავრცელების ეტაპს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს იმედი და ვცდილობთ, ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, ზოგ შემთხევაში ასე სწრაფად და შეიძლება ხისტადაც იმისთვის ვმოქმედებთ, რომ მსგავსი დისკომფორტი და უხერხულობა არ შევუქმნათ არც ჩვენს მრევლს, არც ეკლესიას და არც რიგით მოქალაქეებს. ამიტომ, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ აქამდე არ მივიდეს და მანამდე სააღდგომო დღესასწაულამდე გავუმკლავდეთ. თუმცა ამის გარანტია არათუ საქართველოში, გლობალურად, მსოფლიოში არ არსებობს. იმედია, ჩვენი დღევანდელი ნაბიჯები და ის დამოკიდებულება, რომლითაც ამ ნაბიჯებზე საქართველოს მოქალაქეები გვიპასუხებენ, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უმოკლეს ვადებში ეს პრობლემა შედარებით, ასე თუ ისე მოვაგვაროთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
წყარო: gasagebia.ge

Share.