“ახლახანს გარდაიცვალა ყველასათვის საყვარელი ქართველი მსახიობი..” – ნახეთ უმძიმეს ინფორმაციას გარდაცვლილი მსახიობის შვილი ავრცელებს

0

მსახიობი ელგუჯა ბურდული გარდაიცვალა. ამის შესახებ მისი შვილი, მუსიკოსი ლადო ბურდული სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს ღამის 2 სთ-ზე მამაჩემი. გუჯა ბურდული გარდაიცვალა. უფალო ნათელში ამყოფე მისი სული“, – წერს ლადო ბურდული.
ელგუჯა ბურდულმა საზოგადოებას თავი „უძინართა მზეში“ შესრულებული როლით დაამახსოვრა, რისთვისაც მიღებული აქვს კინოფესტივალ “Созвездие”-ს მთავარი პრიზი, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში, პრემია “ნიკა”(რუსეთი),

მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში “უძინართა მზე” (1993).
მსახიობი გადაღებულია შემდეგ ფილმებში: “ბეღურების გადაფრენა”(1977), “მაცგი” (1979), “მოცურავე” (1980), “მოქცევა” 1982), “გარიგება”(1984, რუსეთი), “უძინართა მზე” (1992) და სხვ.
ელგუჯა ბურდული 2021 წელს, თბილისის საპატიო მოქალაქედ დასახელდა. იყო 5 სხვადასხვა ორგანიზაციისა და ჯგუფის წევრი, მათ შორის ერთ-ერთი საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირია.

Share.