გვიან ღამით, ვაზისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის სველი ზედაპირის გამო, მოცურდა და
ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი კლინიკაშია მოთავსებული.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილში, რომელიც ნაწვიმარ გზაზე მოცურდა და ხევში გადავარდა, 5 ახალგაზრდა იმყოფებოდა, მათ შორის სამი გარდაიცვალა, ხოლო ორი საავადმყოფოშია გადაყვანილი და
მათი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
გარდაცვლილები გიორგი ოსიპოვი, გიორგი ზანდარაშვილი და საჭესთან მჯდომი გიორგი გონაშვილი არიან. მათგან ორი 19 წლის, ხოლო ერთი 20 წლის იყო.
წყარო:statiebi.club