“ახალგაზრდა კაცმა კარის მეზობელი სასტიკად მოკლა..” – ნახეთ ცნობილია სასტიკი მკვლელობის მიზეზი

0

მკვლელობა მოხდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში.
გავრცელებული ცნობით, 42 წლის ლევან ი. კარის მეზობელმა, ზვიად ღ-მა ცივი იარაღით მოკლა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მხარეებს შორის დაპირისპირების სავარაუდო მიზეზი ქალზე ეჭვიანობა გახდა.
არაშენდაში ამბობენ, რომ შემთხვევა სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, სადაც გარდაცვლილი თანასოფლელებთან ერთად ქეიფობდა.

ღ.-მა თანასოფლელს ადგილზე მიაკითხა და დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

ცხედარი ამ წუთებში ლევან სამხარაულის სახელობის გურჯაანის პროზექტურაში გადაასვენეს.

მკვლელობის ზუსტ მიზეზებს სამართალდამცველები ადგენენ.
წყარო:ambavi.club

Share.