23 წლის სალომე გვასალია, რომელიც გუშინ ქუთაისის კლინიკაში გარდაიცვალა სამეგროლოდან, სოფელ ზემო ფოცხოდან არის.
გოგონას ექვსი წლის შვილი დარჩა. ახალგაზრდა სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლად მუშაობდა. ის ორი თვის წინ ხიდან ჩამოვარდა და მძიმე დაზიანებები მიიღო.
გოგონა ამ დრომდე კომაში იმყოფებოდა, დღეს კი მისი გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი.
„იმ დღეს ხურმის ხეზე ასულა, ზამთრისთვის უნდა შევინახოო. სიცოცხლით სავსე გოგო იყო, წინ იყურებოდა და მომავალზე ფიქრობდა. ზამთრის შესანახზე ფიქრობდა. გული და სული გვეწვის, დღეს რომ გავიგეთ მისი ამბავი. მთელი ფოცხი ტირის ამ გოგოზე“, – ამბობს ოჯახის ახლობელი.წყარო:bednierebis.club