“აღარ შემეძლო ამის მოთმენა ნინი ქარსელაძე 5 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ქმარს დაშორდა..” – ნახეთ რას წერს ნინი სოციალურ ქსელში

0

მომღერალი ნინი ქარსელაძე 5 წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ, მე­უღ­ლეს და­შორ­და. ამის შესახებ თავად ნინიმ დაწერა სოციალურ ქსელში.
ერთ-ერთი გამომწერის კითხვის საპასუხოდ ნინიმ აღნიშნა „დიახ, გავშორდი უკვე, დიდი ხანია. 5 წლის მანძილზე ვიყავი დაქორწინებული. დაშორების შემდეგ ღმერთის, ჩემი ოჯახისა და მეგობრების წყალობით გავედი სამშვიდობოს. ეს გზა მარტივი არ არის,

მაგრამ მთავარია მოინდომო. დაშორების მიზეზებზე მხოლოდ იმიტომ არ ვისაუბრებ, რომ საკუთარ თავს ვცემ პატივს.
მომავალში შვილის ყოლას, რა თქმა უნდა ვგეგმავ. დედამიწაზე ქალის მოსვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მთავარი ფუნქცია ვთვლი, რომ შვილის გაჩენაა“,- წერს ინსტაგრამზე ნინი ქარსელაძე.ნინი ქარსელაძემ რამდენიმე წლის წინ ბიზნესმენ თაზო ჯახუტაშვილზე იქორწინა. წყვილი ურთიერთობას დიდი ხნის განმავლობაში მალავდა.
თამაზ ჯახუტაშვილია LKLEY OVERSEAS LIMITED, BVI წილის მფლობელია. ის ნინიზე 8 წლით უფროსია. წყვილი ხშირად აქვეყნებდა ერთად გადაღებულ კადრებს, მაგრამ, როგორც ნინი განმარტავს, მათი ქორწინება დასრულდა.

Share.