“აღარ მეშინია სიკვდილის,რომ ვიცოდე სადმეა და ცოცხალია,მივყრიდი ყველაფერს და სტუდიიდან გავიქცეოდი..” – ნახეთ ინგა გრიგოლიას ემოციური წერილი

0

ინგა გრიგოლია გარდაცვლილ კოლეგასა და მეგობარს, ლევან ჩხაიძეს იხსენებს, რომელიც 36 წლის გახდებოდა. ის რამდენიმე წლის წინ საზღვარგარეთ ყოფნისას გარდაიცვალა.
ინგა გრიგოლია მეგობრის გარდაცვალებას ძალიან განიცდის და წლების შემდეგაც ეს თემა მისთვის ძალიან ემოციურია.
ინგა წერს:
„ჩემი საყვარელი ბიჭის დაბადების დღე დადგა… სიკვდილის აღარ მეშინია, ამ ქვეყნიდან მისი წასვლის შემდეგ…
როდის შევხვდებით, არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ აუცილებლად შევხვდებით. ვაკოცებ და პირველი, რასაც ვეტყვი, როგორ მომენატრე ბიჭო-მეთქი❤️❤️. ეთერში ვზივარ ახლა და რომ ვიცოდე, სადმეა და ცოცხალია, მივყრიდი ყველაფერს, სტუდიიდან გავიქცეოდი და ბევრს ვაკოცებდი😪😪. დაბადების დღეს გილოცავ, ჯაკო“.

Share.