“აღარ გვყავს, ვერ ვიჯერებ რომ შენ სამუდამოდ დამთავრდი, დასრულდი, აღარ ხარ..” – ნახეთ დათო ლიკლიკაძის ტრაგიკული პოსტი

0

ჟურნალისტ კლასის დამრიგებელი გარდაეცვალა. ლიკლიკაძე მასთან ერთად გადაღებულ ფოტოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და განვლილ პერიოდს იხსენებს.
“საოცარი რამ მოხდა. მადო რომელიც ყველას გვიყვარდა და ყველას დამრიგებელი და მოამაგე იყო, აღარ გვყავს. ასე დავრჩით ყველა მარტო, ვისაც მისი იმედი გვქონდა.
ეს დღე მახსოვს მადო. სცენაზე უნდა გასულიყავი, უნდა გემღერა. მანამადე შემოვირბინე საგრიმიოროში და გაგამხნევე. ეს ფოტო ძალიან შეიყვარე და სულ ამბობდი, რა ამბავი ავტეხეთ ამ ფოტოთიო (ადრე გამოვაქვეყნე და შეეხმიანა მთელს მსოფლიოში მიმოფანტული მისი გაზრდილი მოსწავლეები). ამ დღეს ფანტასტიურად იმღერეთ შენ და ნინიკომ.

შენი ცხოვრებაც ერთი დიდი სიმღერა იყო… სადაც გზადაგზა იყო ტკივილები და შენ მაინც მღეროდი…
სხვათა თვალში მართლაც რომ კარგად მღეროდი, მაგრამ მე ხომ ვიცი რის ფასად გიჯდებოდა ეს სიმღერა…
პირველად მაშინ მოკვდი როცა 25 წლის წინ რეზო მოგიკვდა, შენი კარგი ქმარი. მერე უხვად მოგიტანა ცხოვრებამ „სისხლი და ცხედრებიც“… მაგრამ კარგიც ხშირად ხდებოდა, შენი ქალიშვილების გამო ბევრჯერ ყოფილხარ მეცხრე ცაზე და კიდე უფრო მაღლაც, როცა ხან ქეთის წარმატებებს იგებდი და ხანაც ნინოს წინსვლას. მაგრამ ცოტა აღმოჩნდა მადო ეს ყველაფერი, ცოტა, რადგან ტკივილი უფრო მეტი იყო… ერთხელ მეც მოგკალი მადო… ერთხელ ყველამ მოგკალით, და ეს არ მასვენებს ახლაც. მერე თითქოს ცოტა გამათავისუფლე ამ სასჯელისგან, მაგრამ მაინც ტვირთად მაწევს მადო.
ადრეც გეუბნებოდი და ახლაც გეტყვი, შენ ჩვეულებრივი ადამიანი არ იყავი მადო, შენ ყველას რაღაც გვასწავლე, მე პირადად ცხოვრება!
რანაირად მიჭირს იმის გააზრება რომ შენ სამუდამოდ დამთავრდი, დასრულდი, აღარ ხარ…
საოცრება იყავი მადო, მართლა საოცრება…” – წერს დავით ლიკლიკაძე ცოციალურ ქსელში.

Share.