“აუცილებლად ბევრი წლის შემდეგ ისევ შევხვდებით უკეთეს სამყაროში და მოგიყვები..” – ნახეთ ნინი ქარსელაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

0

ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში გარდაცვლილ მამას იხსენებს და დაბადების დღეს ულოცავს.
“შენ ხარ ჩემი ყველაზე ლამაზი ვარსკვლავი.დღეს შენი დაბადების დღეა!!! 2 წლის წინ დამტოვე, არც მკითხე უშენოდ როგორ უნდა გამეგრძელებინა, ამ საშინლად გაბოროტებულ და დაუცველ სამყაროში ცხოვრება. ზუსტად ვიცი, რომ ბევრი წლის შემდეგ ისევ შევხვდებით უკეთეს სამყაროში და ყველაფერს მოგიყვები. იმასაც გეტყვი, რა მწარე იყო 28 წლის ასაკში ჩემი მარტო დატოვება და მიტოვება. თან თურმე იმ დროს წახვედი, როდესაც

ყველაზე რთული პერიოდი დგებოდა ჩემს
ცხოვრებაში. მაგრამ მაინც ძალიან დიდი მადლობა, რომ 28 წელი იყავი… დარწმუნებული ვარ მაქედან მეტად დამიცავ და იზრუნებ ჩემზე.მამა, გთხოვ ღმერთს უთხარი, უფრო მეტად უყვარდეს უმამოდ დარჩენილი გოგოები”, – წერს ნინი “ინსტაგრამ სთორიზე” და მამასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.წყარო:dainteresdi.club

Share.