“ატირეს ჩემი ბებია და გაამწარეს,წამოვედი ჩემებს რომ არ დავენახე ასეთი..” – ნახეთ გივიკო დიდიას სულისშემძვრელი წერილი

0

გუშინ, ბლოგერმა გივიკო დიდიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეოები, სადაც ჩანდა რომ გივიკო დიდია ცნობილ ტელეწამყვანებთან ერთად ცეკვავდა. ამის გამო, ბლოგერი სოციალურ ქსელში მწვავედ გააკრიტიკესბლოგერი ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს:
“ატირეს , ანერვიულეს დედაჩემი და ჩემი გამწარებული ბებია . ბახმაროში წამოვედი ჩემებს რომ არ დავენახე ასეთი განადგურებული – ნათელე მირეკავს თუ გინდა ვიცოცხლო არ იტიროო ! მე აუცილებლად მივალ იმ ოჯახში ვის გამოც გადამიარეთ , და

აუცილებლად ჩავიკრავ გულში შვილმკვდარ დედას . ბოლოჯერ ვეხები ამ თემას და გულით მინდა გითხრათ მადლობა ყველას თანადგომისთვის . მართლა როგორ გყვარებივართ . მადლობა დაუსრულებლად და მიიღეთ ჩემი დიდი მადლიერება თქვენდამი . მიყვარხართ და იცოდეთ დღეს მე თქვენ გადამარჩინეთ .
მალე შეხვდებით ისეთ გივიკოს , როგორიც თქვენ გიყვართ” , – წერს გივიკო.

Share.